კვირა, 2024-04-28, 11:30 PM
მოგესალმები სტუმარი

კინოპორტალი

შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » მარველის The Punisher_ის მიხედვით FOX_ი სერიალს გადაიღებს
11:30 PM
მარველის The Punisher_ის მიხედვით FOX_ი სერიალს გადაიღებს
კომიქსების ცნობილი გმირი – დამსჯელი პირველად 1974 წელს გამოჩნდა მარველის კომიქსში წარმოუდგენელი ადამიანი ობობა, მის მიმართ მკითხველის დიდი ინტერესის გამო მარველმა გადაწყვიტა, რომ დამსჯელი ცალკე კომიქსად გამოეშვა და ამ ნაბიჯმა გაამართლა კიდეც, მალე ეს კომიქსი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა და ტოლს არ უდებდა ისეთ კომიქსებს, როგორებიცაა: ადამიანი ობობა, ბეთმენი, სუპერმენი, შურისმაძიებლები და ა.შ.

2005 წელს თამაშების დეველოპერმა კომპანია THQ იყიდა ლიცენზია ამ თამაშზე და ცოტა ხანში დამსჯელმა თამაშების ბაზარიც დაიპყრო, ასეთმა წარმატებამ მალე კინო-პროდიუსერების ყურადღება მიიქცია და 2004 წელს Lions Gate Films_მა Marvel Enterprises_თან ერთად გამოუშვეს პირველი ფილმი – დამსჯელი (The Punisher), 4 წელიწადში კი მეორე ნაწილიც გამოვიდა – დამსჯელი: ომის ზონა (Punisher: War Zone).

თუმცა კომიქსის ფანატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაყურებლის მხრიდან მოთხოვნის გამო ამერიკის ლიდერმა ტელეკომპანია FOX_მა რამოდენიმე თვის წინ დაიწყო მოლაპარაკებები კომპანია მარველთან, დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდა და FOX_მა უკვე ოფიციალურად დაუკვეთა სერიალი დამსჯელზე.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერიალზე მუშაობა დაიწყო ცნობილმა სცენარისტმა და პროდიუსერმა ედვარდ ბერნერომ, რომელმაც სახელი გაითქვა დეტექტიური სერიალის დანაშაულებრივი ფიქრების (Criminal Minds) შექმნით. FOX ასევე გეგმავს DC_ს კომიქსის აჩრდილის (The Spectre) გადაღებას, რომელიც იქნება 1994 წლის ცნობილი ფილმის ჩრდილის (The
კატეგორია: ფილმები | ნანახია: 656 | დაამატა: ადმინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31