ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:52 PM
მოგესალმები სტუმარი

კინოპორტალი

შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » surati
6:57 PM
surati
surati
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1706 | დაამატა: ადმინი | რეიტინგი: 0.1/10000
სულ კომენტარები: 6
6 gia  
0
ლაპარაკობთ ჩემს ზურგს უკან? ე.ი. მე წინ ვდგავარ, ჩემს ცხოვრებას აკრიტიკებთ? ე.ი. თქვენს ცხოვრებაზე საინტერესოა, ცდილობთ მომიძებნოთ ნაკლი? ე.ი. გშურთ ჩემი .ტალახის ღირსად მთვლით? ე.ი. აქამდე სუფთად მივლია,ასე გააგრძელეთ მომიტევებია..............

5 ადმინი  
0
მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს,
მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს,
ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება,
თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება...
სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ,
ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ,
კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით,
ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით.
ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია,
არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია,
თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული,
ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!...
ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში,
და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში

4 ადმინი  
0
"ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს.

3 ადმინი  
0
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხ

2 ადმინი  
0
ბევრი გვინახავს, დიდ ქართველობას, რომ იჩემებენ
საქართველოზე სადღეგრძელოებს ამბობენ,
ხმით აქებენ და ადიდებენ,
ფიქრში, კი ამდენადვე ზრახავენ და ამცირებენ.
დღისით აცვიათ ქართული ჩოხა,
ღამით ამ ჩოხას ფეხქვეშ თელავენ,
მეორე დღეს ისევ, ქედმაღლურად ქართველობენ.
დიდ ქართველობას არ ნიშნავს მხოლოდ
მეტყველება ქართულად, ქართულად ლოცვა, ქართულად წერა,
სიყვარული შენი ქვეყნის, ქალაქის , სოფლის
ჩოხის ტარება, ღვინოს დალევა, სადღეგრძელოს თქმა
საქართველოზე, ლექსის დაწერა.
ცალკცალკე ამას, ახერხებს ყველა.
დიდ ქართველობას არ ნიშნავს მხოლოდ
ბრძოლის უნარი, გაბედულება, ან უდრეკობა.
სიამაყე, გულუხვობა, გულკეთილობა,
შვილებზე ზრუნვა და წინაპრების პატივისცემა.
ცალკცალკე ამას, ასე თუ ისე ახერხებს ყველა
იტალიელი, ფრანგი, ჩინელი, სომეხი, რუსიც
ქართველობა, კი გულისხმობს ყველაფერ ამას
ერთად შეკრებილს, შერეულს, შერწყმულს
ჩვენს სისხლში, ჩვენს ფიქრში აღრეულს ერთად
და ჩვენს ქცევაში გამოხატულს, ნამდვილ ხასიათს,
დიდ ქართველობას გაუმარჯოს!
საკუთარის დამცირება და ფეხქვეშ გათელვა
უცხოსკენ ლტოლვა, მისი განდიდება.
არ მიმაჩნია ქართველობად, მომკალით თუნდაც.
ბრძოლისუნარი, გაბედულება და უდრეკობა
გამოწვეული სიძულვილით, სისასტიკედ გადაქცეული.
გულკეთილობა, სიამაყის და გაბედულების გარეშე
არ მიმაჩნია ვაჟკაცობად, მომკალით თუნდაც.
სიამაყეს, თავმდაბლობის და კეთილშობილების გარეშე, კი
უზნეობა ქვია.
საქართველოზე ლექსის წაკითხვისას,
წინაპრების ყოველი გახსენებისას,
ქართველის, თუნდაც უცნობის გამარჯვებისას, ან
შენი ძმაკაცის წარმატებისას
შენს თვალზე მომდგარ სიამაყის ცრემლს და
აჩუყებულ გულს გაუმარჯოს.
გაუმარჯოს ამ ქართველობას ,
ჭეშმარიტ ქართულ სულს და შეგნებას!

1 ადმინი  
0
ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის, ნამდვილი კაცი გულით მგელია, კაცურად ცხოვრობს, არასდროს ტყუის, უჭირს და მაინც ბედნიერია. ომი მოიგე შენზე ძლიერთან და არ დაჩაგრო სუსტი უძლური, მგლის გული გქონდეს, თორემ მერწმუნე, ძაღლმაც კი იცის მგლური ძუნძული .

ქალები არასოდეს ბერდებიან! ეს მხოლოდ კაცებს უქვეითდებათ მხედველობა

რა არის ცხოვრება მაგარი რამეა შენი ოცნების უსაზღვრო არეა....! რა არის ცხოვრება უბრალო რამეა ყოველ საღამოს ცაზე მთვარეა...! რა არის ცხოვრება განა რამეა ჩახმახს გამოკრავ და თვალებში ღამეა...!

"სიყვარული" იცი რა არის მტკიცე კავშირი. უღალატებ დაიშლება, როგორც შავი ნახშირი.

ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვინც სიცოცხლის არსს ჩასწვდება, საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის.… ასეთი ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი გარემომცველი სამყაროს მადლს იტევს, სიცოცხლის სილამაზეს იტევს, სხვებსაც მადლით ავსებს.… გონიერია ასეთი ადამიანი,… იგი ცხოვრებას არ ზომავს დღეების ხანგრძლივობით. თითოეული დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.

ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს..

ეს ჩემი ბავშური გამოხედვა ნუ მოგცემს იმის იმედს რომ ბავშვების მოტყუება ადვილი შესაძლებელია, შენ ხომ არ იცი რა იმალება თვალების მიღმა, როცა მითუმეტეს ის ბავშურია...

კარგ ურთიერთობას არ სჭირდება პირობები, წესები და კანონები, სჭირდება მხოლოდ ორი ადამიანი, ერთი - ვინც ენდობა და მეორე- ვისაც ეს ნდობა

შენი სახელი ერქვა ჩემს ფიქრებს… ჩემს ოცნებებს… იმედებს… ღიმილს… სიხარულს… ცრემლებს… სევდას… ეს ყველაფერი იყო და გაქრა… შთაინთქა… მოკვდა… და დამრჩა მხოლოდ სევდა… ცრემლები… დარდი… დავრჩი მარტო, სრულიად მარტო… ცარიელი სულით… გაბზარული გულით…

ღიმილი არ ნიშნავს იმას რომ შენ ხარ ბედნიერი, ზოგჯერ უბრალოდ ნიშნავს რო შენ ხარ ძლიერი.

პირველი დღეები უხერხულია, პირველი კოცნა არის ღვთაებრივი, პირველი სიყვარული შეუცვლელია, პირველი გულის ტკენა არის დაუვიწყარი...

დახუჭობანა !ლამაზი კადრები... (ჰო, ჩვენი ცხოვრებიდან..) სიზმრებში ბოდვით ნათქვამი ერთი სახელი ..ბოლო ჩახუტება.. გაყინული ხელების შეხება ტანზე..ბოლო კოცნა... შენი ბრაზიანი და ჩემი, გაბუტული ბავშვის თვალები

ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული...ტკივილსაც,სევ დასაც, სიხარულსაც,ცრემლსაც...იმასაც კი, რასაც დასაწყისი არ ჰქონია, განსაკუთრებით ხანმოკლე ბედნიერებაა,..სულ ერთ წამს გრძელდება. სწორედ ამ წამს უნდა მიუსწრო, დაიჭირო და მაგრად ჩაებღაუჭო.

მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარადვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარადმწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდებიდა ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს…იმ ცოდვებს…

მოთმინება შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ დიდხანს ითმინო.

გიყვარდეს კაცი როგორც რვა წლის ბავშვი..ყოველთვის აცალე მას სათამაშოებით თამაში. ბოლოს ის მაინც თავის ქალთან დაბრუნდება

მე მიყვარს შენი თვალები , მაგრამ მე ჩემი უფრო მიყვარს .. რადაგან ჩემი თვალების გარეშე მე ვერ დავინახავდი შენსას )

არასოდეს არავის უთხრათ , რომ გოგონები უფრო სუსუტები არიან ვიდრე ბიჭები რადაგან , ჭადრაკის თამშში დედოფალი არის ყველაზე ძლიერი .

არასოდეს დაუბრუნდე ძველ სიყვარულს .. იმიტომ რომ ეს გავს წიგნის რამდენჯერმე წაკითხავს .. რომელიც იცი თუ როგორ დამთავრდება ..

სიყვარული არის როგორც სიგარეტი .. იგი იწყება ცეცხლით, მაგრამ როდესაც მთავრდება, მხოლოდ ფერფლი არის დარჩენილი!

ბავშვად ვბერდები...თუმცა უკვე გავჭაღარავდი, ვგრძნობ, რომ გრძნობები ძველებურად ვეღარ მაბრუებს, მაგრამ სული კვლავ იმ პატარა გოგონას სულსგავს, ზღაპრის მოყოლას რომ შეპირდნენ და... მოატყუეს..

ნუ იქნები დედამიწაზე ერთ-ერთი უმნიშვნელო ციფრი შენ შეგიძლია გახდე ყველასთვის მნიშვნელოვანი დამიჯერე როგორც ჩაის შაქარი არ აქვს ისე დედამიწას აკლია სიტკბო და კარგი საქმეებით დაატკბე დედამიწა შენ……….

კოსტუმი რაც არ უნდა კარგი იყოს, მთავარია ვის აცვია…

თუ არ გემორჩილება დრო, ნურც შენ დაემორჩილები მას, შექმენი საკუთარი დრო: თავად გადაწყვიტე როდის რა დროა.

ნუ დაელოდები სასწაულებს, ყველა დღე ჩვეულებრივი იქნება, სანამ თვითონ არ გახდი არაჩვეულებრივს.

ბედთან ხუმრობა არ ღირს, – მას იუმორის გრძნობა არ გააჩნია.

საკუთარ თავთან ბრძოლა რეალურად ეშმაკთან ან ღმერთთან ბრძოლაა

ცხოვრება მოკლეა, ამიტომ გაიცინეთ სანამ კბილები გაქვთ.

ბუნებრივი მოთხოვნილებები თავის ნებაზე თუ მიუშვი, არაბუნებრივი გახდება.

ბედნიერება ის კი არ არის, როცა ყველაფერი გაქვს, არამედ როცა რაღაცეები არ გაქვს, და მადლობა ღმერთს, რომ არ გაქვს.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930