სამშაბათი, 2019-12-10, 5:29 PM
მოგესალმები სტუმარი

კინოპორტალი

შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » vebxvis tyaosani
6:46 PM
vebxvis tyaosani
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
და ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3 ვის შვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა ღაწვ-ბადახშ-თმა-გიშერისა,
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შე-რისა,
და მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მი-შერისა.

4 თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ-ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
და ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა,
და გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს, მივსცე გონება,
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
და მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,
და აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8 მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
და ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

9 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
და ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები.

10 თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხდომია ველთა რბენა.
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა,
და სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11 რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
და არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,
და გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
და რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
და ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15 მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი,
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
და მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი.

16 მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
და დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

17 მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
და მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18 ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
და მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

19 ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
და მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
და ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან,
ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან;
და მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

22 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხდომისა წყენითა;
ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
და კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

23 მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა.
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა;
და ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,
და ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

25 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;
და მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

26 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა.
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა,
და კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

27 არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა, ჭირთა მალვა,
თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
და დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

28 ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად ჰაი ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს;
არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს,
და მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

29 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს,
ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თვითცა ივნოს,
რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს,
და რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

30 მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა!
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა!
თუ არ უყვარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?!
და ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,
და არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლების. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

32 იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
და თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

33 სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
და ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

34 მისი სახელი თინათინ, - არს ესე საცოდნარია
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
და გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

35 უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
და მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსვჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

36 „მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია!
და ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია".

37 ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ბრძანე თქვენი ბერობა!
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა,
და მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა!"

38 „მაგას ნუ ბრაძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია:
ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია;
და სჯობს - და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია".

39 „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია;
და ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".

40 ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
და მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41 გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოჰშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
და საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

42 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა;
თქვა: „ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
და ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!"

43 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
„თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან:
მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან!
და მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!"

44 მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა.
ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
და მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: „უთქმელია ფასისა!"

45 თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა;
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
და ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა

46 უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა;
და ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

47 მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
და ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა".

48 უბრძანა: „ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი,
და ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!"

49 „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების;
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
და უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების".

50 „მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა, -- დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
და რასაცა გასცემ -- შენია, რას არა -- დაკარგულია!"

51 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
და თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52 მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი".
და მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53 მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: „ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
და ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა".

54 უბრძანა: „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!"
მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
და ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

55 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა;
და რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

56 დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა;
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
და „ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?", შექმნეს ამისი ცილობა.

57 თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია,
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია,
და თქვეს თუ: „რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?"

58 თქვეს თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა".
ავთანდილ თქვა: „სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, - რაცა შეგვეცილა.
და ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?"

59 ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა;
წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა,
და ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60 „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო!
მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო;
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო,
და ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?"

61 რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა,
გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?
„კარგა ჰქმენო", დაუმადლა, წყალობანი უიმედნა;
და ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!"

62 „ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია,
და რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცნონი ზნენია."

63 „ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა,
ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა,
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
და ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა".

64 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
და მეფე ჰკითხავს: „რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?"

65 კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?"
ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო,
და არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო".

66 უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!"
ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
და ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა!

67 „მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? -- ცუდნიღა უკუთქმანია.
და გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია!"

68 „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა,
ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,
კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,
და მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!"

69 ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს,
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
და „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!"

70 კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად;
თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად!
ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, -
და ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად".

71 მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით,
დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით".
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით".
და გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
72 დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,
და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

73 შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს;
და ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

74 უბრძანა: „მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა".
და დაიწყო მოსვლა ნადირმან ყოველთა მინდორთა კიდითა.

75 მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი,
ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი;
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
და აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76 ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს:
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს;
რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს,
და მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77 იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს;
და ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს",

78 იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია,
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია;
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია,
და იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

79 ერთმანერთსა თუ: „მე გჯობო", სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს,
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
და უბრძანა: „თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს".

80 მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით:
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, -- ვერად ვერ მოგეხმარებით;
და ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

81 „ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია;
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
და თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია".

82 მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
და სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

83 იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა;
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნ ბზეთასა;
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა;
და თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.




ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმის ვეფხის-ტყაოსნისა

84 ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა;
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
და ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.


85 მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.


86 წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად;
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად;
და ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.


87 ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: „გიბრძანებსო", ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
და იგი ტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა.


88 მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი;
და ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.


89 სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
და არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.


90 რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა;
როსტანს ჰკადრა: „შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,
და ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და".


91 მეფე გაკვირდა, გაცაწყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;
გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე,
უბრძანა: „ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,
და მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე".


92 მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია,
თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია;
და ერთხელ ესე თქვა: „ვა მეო!" სხვად არას მოუბარია.


93 თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა;
ცხენსა შეჯდა, - მონათამცა საუბარნი რად იყურნა! -
და სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.


94 მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად;
მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად;
ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ–აუპყრობელად,
და ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.


95 მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა;
რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
და კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.


96 შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად;
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად;
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად;
და შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.


97 რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
მასვე წამსა დაიკარგა, - არ უნახავს თვალსა ჩვენსა, -
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა.
და ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.


98 კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
და მეფემან ბრძანა: „ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა".


99 ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება,
ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,
სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება;
და მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება".


100 ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა;
არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
და ზოგთა თქვეს თუ: „მართალია", ზოგი „ღმერთო!", უზრახვიდა.


101 მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი.
და გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.


102 თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა;
ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა;
მოლარე იხმო, უბრძანა: „ძილია, თუ ღვიძილობა?"
და მან მოახსენა: „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.


103 „ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა".
თინათინ ბრძანა: „აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა,
და მიკითხოს, ჰკადრე, იყო-თქო აქა ერთისა წამითა".


104 ხანი გამოხდა, იკითხა: „ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?"
მოლარე ჰკადრებს: „მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,
და დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო".


105 უბრძანა თუ: „წადი, უხმე, უმისობა ვით გავძლეო!
მოახსენე, რად დაჰბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო?
მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,
და გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო".


106 თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა;
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა;
მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა.
და უბრძანა: „მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?"


107 ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს,
და კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს".


108 უბრძანა: „შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,
შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,
მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია,
და ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.


109 „უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე;
მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.
რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;
და ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.


110 „მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა;
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
და ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.


111 „აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული;
მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული;
კაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული,
და უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.


112 „ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,
დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს,
ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,
და სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!"


113 ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:
ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა,
რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?
და ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?


114 „მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,
შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი,
გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,
და ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი".


115 მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა;
უბრძანეს: „წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა!
მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,
და მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა".


116 კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,
მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,
ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია,
და ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.


117 მონათა ჰკადრეს: „მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,
მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,
და ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით".


118 მეფე ბრძანებს: „მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,
ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო,
და გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო".


119 ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა,
მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს, რაცა სადა;
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა,
და მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!





თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

120 ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი;
და მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი".

121 ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,
ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.
და ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122 ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ-ჯერ სდენოდა.
იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა,
და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123 გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი;
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,
და მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

124 დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა;
ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.
მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა;
და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125 ქალმა უბრძანა: „ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;
მწადდა არა თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა;
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,
და რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?"

126 ყმამან ჰკადრა: „საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნები
ნანახია: 727 | დაამატა: ადმინი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930